
პოლიტიკოსი საბა ბუაძემ აცხადებს, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ დატოვა და პარტიის რიგით წევრადაც აღარ ირიცხება. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც უპასუხა შესაბამის კითხვას.
„5 ივლისს დავასრულე ჩემი პოლიტიკური საქმიანობა, უბრალოდ, მაშინ, როდესაც მამუკა [ხაზარაძე] და ბადრი [ჯაფარიძე] საპატიმროში იყვნენ, ფორმალურად ჯერ კიდევ ვრჩებოდი პარტიაში და ახლა ისინი აღარ არიან საპატიმროში“, - დასძინა მან.
მანამდე ბუაძემ განმარტა მოტივი, რის გამოც დატოვა მან პარტიის რიგები. ბუაძის თქმით, „ასეთი ფორმით არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების ამოცანებს უწყობს ხელს, ვითარების ნორმალიზების რაღაც ილუზიის შექმნაში ეხმარება“.
„შეგიძლიათ ფორმალურადაც და ყველანაირად ჩათვალოთ, რომ „ლელო“ დავტოვე. იმ მომენტშივე რეალურად, როდესაც პოლიტიკური თანამდებობები დავტოვე, რადგან მოგეხსენებათ, რაც იყო ჩემი პოზიცია და რაც არის, მიმაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებში ასეთი ფორმით მონაწილეობა არის შეცდომა.“ლელოში“ ჩემი პოლიტიკური საქმიანობა დავასრულე. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული პოზიციის გამო,რადგან მიმაჩნდა წინააღმდეგობრივად, იმ გეზის საპირისპიროდ, რომელიც თავის დროზე ჩვენ 26 ოქტომბერს არჩევნების შემდეგ ავიღეთ“, - განაცხადა მან.