რეზონანსი
11.09.2025

დემოკრატები, რომელთა პოლიტიკაც შუღლს აღვივებს და ტრადიციებს ანგრევს, თანდათან გადაიქცნენ ძალადობის შემგუებელ და ზოგჯერ მასში მონაწილე პარტიად. ეს ტენდენცია მხოლოდ აშშ-ს არ ეხება – ლიბერალური დღის წესრიგი გლობალურად ვრცელდება და ყველგან ერთი და იგივე შედეგი მოაქვს: საზოგადოების პოლარიზაცია, სიძულვილის ზრდა და კონსერვატიული ღირებულებების მიზანმიმართული დისკრედიტაცია - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობას.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ჩარლ კირკის მკვლელობა შემთხვევითი ეპიზოდი და  ერთი ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული არ არის,   ეს არის  პოლიტიკური სისტემის შედეგი, სადაც ლიბერალურმა იდეოლოგიამ აგრესია და სიძულვილი ნორმად აქცია.

„ჩარლ კირკის მკვლელობა შემთხვევითი ეპიზოდი და  ერთი ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული არ არის,   ეს არის  პოლიტიკური სისტემის შედეგი, სადაც ლიბერალურმა იდეოლოგიამ აგრესია და სიძულვილი ნორმად აქცია.

დღეს კონსერვატორობა უკვე  რისკის ქვეშ ყოფნას ნიშნავს. საკმარისია თქვა, რომ ტრადიციების, ოჯახის ან რწმენის დაცვა გსურს, რომ ავტომატურად სამიზნედ იქცე. სწორედ ეს არის ის რეალობა, სადაც განსხვავებული აზრი იდევნება და განსხვავებულის ჩახშობა  პროგრესის სახელით ინიღბება.

დემოკრატები, რომელთა პოლიტიკაც შუღლს აღვივებს და ტრადიციებს ანგრევს, თანდათან გადაიქცნენ ძალადობის შემგუებელ და ზოგჯერ მასში მონაწილე პარტიად. ეს ტენდენცია მხოლოდ აშშ-ს არ ეხება – ლიბერალური დღის წესრიგი გლობალურად ვრცელდება და ყველგან ერთი და იგივე შედეგი მოაქვს: საზოგადოების პოლარიზაცია, სიძულვილის ზრდა და კონსერვატიული ღირებულებების მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

ჩარლ კირკის მკვლელობა სწორედ ამ პროცესების სახე გახდა – ტრაგიკული სიმბოლო იმისა, როგორ კლავს ლიბერალური პოლიტიკა არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ თავისუფალ აზრსაც.“ - წერს ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×