
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი მურთაზ ზოდელავა მიიყვანეს. ამ დროისთვის, უცნობია რა სტატუსით იმყოფება ზოდელავა სუს-ის შენობაში.
მანამდე მურთაზ ზოდელავამ კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე და თქვა, რომ ამ ყველაფერზე პასუხი 4 ოქტომბერს უნდა გაეცეს.
„ახლა იმდენი კასკადია ამ უკანონობის და ზოგადად, აღვირახსნილობის, რომ ყველაფერზე პასუხი 4 ოქტომბერს უნდა გავცეთ. აი, სულ ყველა ვინც არის, ქალი, კაცი, ერი, ბერი, ყველამ უნდა მოვიკრიბოთ ძალ-ღონე და 4 ოქტომბერს ამ ყველაფერზე უნდა გავცეთ ისეთი პასუხი",- განაცხადა ზოდელავამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს.