რეზონანსი
11.09.2025

დიქტატორმა ივანიშვილმა მუხანათურად დააკავა ოპოზიციის ნამდვილი ლიდერები – ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა. ეს არის კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულება, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საჭიროა საყოველთაო მობილიზაცია და შეტევაზე გადასვლა.

„დიქტატორმა ივანიშვილმა მუხანათურად დააკავა ოპოზიციის ნამდვილი ლიდერები -ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა. ეს არის კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულება. აღარაფერს ვამბობ იმ სამარცხვინო, უბადრუკ მოტივებზე, რომლითაც ისინი დაიჭირეს. ჩვენ გვჭირდება საყოველთაო მობილიზაცია და შეტევაზე გადასვლა. აუცილებლად გავიმარჯვებთ, დიდება საქართველოს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×