
4 ოქტომბერს შესაძლებელია ივანიშვილის ვერტიკალის ჩამოშლა, ამის გამო დაიჭირეს ხაბეიშვილი, სამარცხვინო ბრალი წაუყენეს, უკან დასახევი გზა დანგრეულია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერს განაჩენს ქართველი ხალხი გამოიტანს.
„ლევან ხაბეიშვილი დააკავეს მურთაზ ზოდელავასთან ერთად, რადგან ეს ადამიანები იყვნენ ყველაზე აქტიურები 4 ოქტომბრის მშვიდობიანი, ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მანიფესტაციის შემოძახებისთვის. იმისთვის, რომ ქართველებს კიდევ ერთხელ დაგვეჯერებინა და ახლაც გვჯერა და ამას ვერავინ ვერ შეცვლის, რომ 4 ოქტომბერს შესაძლებელია ხელისუფლების ცვლილება. 4 ოქტომბერს შესაძლებელია ივანიშვილის ვერტიკალის ჩამოშლა. ამის გამო დაიჭირეს, სამარცხვინო ბრალი წაუყენეს. სამარცხვინო, აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ეს არის მარაზმი, სადაც ვართ. უკან დასახევი გზა არის ჩახერგილიც აღარ ჰქვია ამას, დანგრეულია. 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი, მანამდე რამდენს დაგვიჭერენ? დაგვიჭირონ, აი, მართლა ამ ჩემ ფეხებს. მთავარია 4 ოქტომბერს ვიყოთ ასობით ათასი და მერე განაჩენს გამოიტანს ქართველი ხალხი. არ მოუწევს ლევან ხაბეიშვილს აქ რამდენიმე დღეზე მეტის გატარება“, – აღნიშნა სანიკიძემ.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, სანიკიძემ აღნიშნა, რომ ეს „ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელების დაშინების მიზნით გააკეთეს.
„არ ვიცი, ჯუანშერ ბურჭულაძეს რა ბედი ეწევა. სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს. თუმცა, ეს სავარაუდოდ მათი ყოფილი თანაგუნდელების დაშინების მიზნით გააკეთეს. აი, ეგეთ ხალხს სისტემა რომ არ ეშენებინა, აი, ახლა ჯუანშერ ბურჭულაძეც აქ მოთრეული არ ეყოლებოდათ. ცოტა მეტი ეფიქრათ და ახლა მაინც აქვთ, დარჩენილ „ქოცებს“, ვინც გარეთ ხართ, 4 ოქტომბერს თუ არ გადატყდა ბიძინა ივანიშვილი, აი, ვაი თქვენს ბედს მერე ისეთი ამბავი გელით ივანიშვილისგან“, – აღნიშნა სანიკიძემ.