რეზონანსი
11.09.2025

ხვალ, 12 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, შილდის ქუჩა N6-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 12 სექტემბერს, საღამოს 22:00 საათიდან, 13 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში - ქეთევან დედოფლის გამზირის N2-12; N1-9, ქეთევან დედოფლის მოედნის N 2-ს, მეტეხის ქუჩა N16-ს, მთავარანგელოზის ქუჩა N3-22, ახვლედიანის შესახვევს და ახვლედიანის აღმართს, ირბახის, კონსტანტინე ერისთავის (ფაბრიციუსის), გურჯაანის, ფაღავას, ცისკრის, ალაზნის, დუშეთის, არარატის, არმაზის, ავლაბრის, ვახტანგ VI, ცუცქირიძის, გაბრიელ ეპისკოპოსის, მესხიშვილის, წერეთლის, გელათის, ხივინის, ხიდისთავის, იორის, გუმბრის, ურიცკის, რაზიკაშვილის, ლაგოდეხის, ალიხანიანის, ბოროდინის,

სართიჭალის, კროპორტკინის, გაბისკირიას, სამრეკლოს, ტირიფონის, ალვანის, აბდუშელიშვილის, კარდენახის, ბაჩანას, ხერხეულიძის, ფოსტის, ლომოურის, ქურხულის, ხარაგაულის, ბადიაურის, წურწუმიას, იზაშვილის, შილდის, ფშავის, ნაქერალის, გედევანიშვილის, კვალეთის, მუჯირიშვილის, მრევლიშვილის,

რუისპირის, ახალუბნის, კვეზერელი-კოპაძისა და ფერიცვალების ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ  ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS - შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუკისა“ და ვებგვერდის მეშვეობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×