რეზონანსი
11.09.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მუთაზ ზოდელავა უკვე რამდენიმე საათია დაკავებულები არიან, ადვოკატები შევიდნენ.

უფლებადამცველები დაკავებულებთან შესვლას რამდენიმე საათი ელოდებოდნენ.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურთან, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა არიან დაკავებულები, ამავე და სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წევრებიც იმყოფებიან.

ცნობისთვის, სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც, რომელმაც სუს-ის ინფორმაციით, სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×