რეზონანსი
11.09.2025

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ არ ეწყინება, თუ მას ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ.

ფოფხაძე, ნეპალში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებსაც გამოეხმაურა და ანალოგიურად, მათზეც ამბობს: „მაგათი არავისი ფიზიკური განადგურება არ მეწყინება“.

„ბიუჯეტი უნდა ძარცვონ, მოსახლეობა გაჭირვებაში უნდა ჰყავდეთ, პუტინს უნდა ემსახურონ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის წინაშე უნდა დააყენონ, ევროპული არჩევანი უნდა წაგვართვან და ჩვენ მერე ნეპალით უნდა შეგვაშინონ? ნეპალი კი არა, გულწრფელად გეტყვით, მაგათი არავისი ფიზიკური განადგურება არ მეწყინება. ივანიშვილი ჩემთვის არის ნაძირალა და გარეწარი და თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, ეს არ მეწყინება, გულწრფელად გეუბნებით“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×