რეზონანსი
12.09.2025

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა  დისველის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის საჭიროებების, სურვილების და სამომავლო გეგმების გაცნობა, რაც მომავალში ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში გამოყენებული იქნება.

შეხვედრის დროს კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია უშუალო კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რაც საშუალებას მისცემს მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს. მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, გულთბილი შეხვედრები და პოზიტიური დამოკიდებულება, კანდიდატის თქმით, დამატებითი მოტივაციაა, რომ მომავალში ბოლნისელთა ინტერესები დაიცვას და გამოწვევები ერთობლივად გადაიჭრას.

კანდიდატის განცხადებით, როგორც რიგითი ბოლნისელი, იგი მიიჩნევს მნიშვნელოვან შესაძლებლობად მოსახლეობასთან, გუნდთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობას მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარებისთვის.

„ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ – აღნიშნა კანდიდატმა შეხვედრის ბოლოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×