რეზონანსი
12.09.2025

„დიფ სთეითმა" ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იმდენად დააზიანა, ასე მარტივად ვერ გამოსწორდებოდა, თუმცა პროცესი დაძრულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა იქნება.

„„დიფ სთეითმა" ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იმდენად დააზიანა, რომ ასე მარტივად და მალე ვერ გამოსწორდებოდა. დადებითია ის, რომ დაზიანების შემდგომი გაგრძელება ამერიკამ შეაჩერა. არავინ ელოდა, მაგრამ საქართველოს ელჩს აგრემანი მისცეს და ამერიკაშია. მალე საქართველოში იქნება ამერიკის ახალი ელჩი. რატომღაც წინა ელჩი პენსიის ხასიათზე დადგა. პროცესი დაძრულია. შეუძლებელია, ასეთი ურთიერთობა დიდი ხანი გაგრძელდეს. ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა იქნება", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×