რეზონანსი
12.09.2025

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ექვსი თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაზე, დანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის" ცნობით, ევროკავშირის სასანქციო სიაში რუსეთის 2500-ზე მეტი ორგანიზაცია და ფიზიკური პირია შეყვანილი. დაბლოკილია მათი საბანკო ანგარიშები და აეკრძალათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა.

როგორც გამოცემა წერს, სანქციების გახანგრძლივება ევროკავშირის ქვეყნებს შორის ხშირად ჩიხში შედის, რადგან უნგრეთი ხშირად გარკვეული პირების სიიდან ამოღებას ითხოვს. ამ შემთხვევაში ოფიციალურ ბუდაპეშტს განსხვავებული პოზიცია არ დაუფიქსირებია.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები სანქციების გახანგრძლივების საკითხს ყოველ ექვს თვეში განიხილავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×