რეზონანსი
12.09.2025

ახალი, საინტერესო და ამავე დროს საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება გუშინ დაკავებულ უკრაინელ მოქალაქეებზე ასაფეთქებელი მასალით. რა არის განგაშის საფუძველი? ის რომ ასაფეთქებელი მასალა ჰექსოგენი (ვისაც ჩეჩნეთის ომი და სახლების აფეთქებები გახსოვთ, სწორედ ჰექსოგენი, ტროტილზე ათჯერ მძლავრი, გამოიყენებოდა), არ მოიაზრებოდა საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით სადმე სხვაგან გადასატანად. როგორც ირკვევა, ასაფეთქებელი საქართველოში უნდა დარჩენილიყო და აქ ყოფილიყო გამოყენებული - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის თქმით, ეს არ არის არაფორმალური რადიკალური/ტერორისტული ჯგუფის ნამოქმედარი, არამედ უკრაინის ოფიციალური სტრუქტურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია, რომელიც ჩვენმა სპეცსამსახურებმა გაანეიტრალეს.

„ახალი, საინტერესო და ამავე დროს საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება გუშინ დაკავებულ უკრაინელ მოქალაქეებზე ასაფეთქებელი მასალით. რა არის განგაშის საფუძველი?

ის რომ ასაფეთქებელი მასალა ჰექსოგენი (ვისაც ჩეჩნეთის ომი და სახლების აფეთქებები გახსოვთ, სწორედ ჰექსოგენი, ტროტილზე ათჯერ მძლავრი, გამოიყენებოდა), არ მოიაზრებოდა საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით სადმე სხვაგან გადასატანად. როგორც ირკვევა, ასაფეთქებელი საქართველოში უნდა დარჩენილიყო და აქ ყოფილიყო გამოყენებული.

რაც მთავარია, ამის ორგანიზატორი გახლდათ უკრაინის უშიშროების სამსახური (Слу́жба безпе́ки Украї́ни СБУ). ანუ ეს არ გახლავთ არაფორმალური რადიკალური/ტერორისტული ჯგუფის ნამოქმედარი, არამედ უკრაინის ოფიციალური სტრუქტურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია, რომელიც (კიდევ ერთხელ ქება ჩვენს სუს-ს) ჩვენმა სპეცსამსახურებმა გაანეიტრალეს.

როგორც გუშინდელ პოსტში დავწერე, ეს უნდა გახდეს სტიმული/მოტივი, რომ ყველანი ვიყოთ ფხიზლად. აქ მყოფი უკრაინელების მიმართ გატარდეს პროფილაქტიკური ზომები. ესაა ჩემი აზრი. დანარჩენს კი  ალბათ სფეროს პროფესიონალები მიხედავენ.“ - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×