რეზონანსი
12.09.2025

„დინამო თბილისის" 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში ამსტერდამის „აიაქსის" ლეგენდები ჩამოვლენ - ინფორმაციას „დინამოს" პრესსამსახური ავრცელებს.

„„დინამო თბილისის" 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 19 ოქტომბერს თბილისს ამსტერდამის „აიაქსის" ლეგენდების გუნდი ესტუმრება. მატჩი Sports Orient-ის ორგანიზებით დაიგეგმა. „დინამოს" სპონსორი ქომაგებისთვის კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს გეგმავს", - წერია კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

„დინამოს" და „აიაქსის" ლეგენდების შეხვედრა „დინამო არენაზე" 19 ოქტომბერს 19:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 15 სექტემბრს TKT.ge-ზე დაიწყება - ბილეთის ფასი 10, 15, 20, 25 და 30 ლარი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×