
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ხელისუფლებამ ჩარლი კირკის მკვლელი იპოვა და მაღალი ალბათობით, ის დაკავებულია.
„მაღალი ალბათობით, ის დაკავებული გვყავს", - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ოფიციალური პირები დღეს მოგვიანებით განახლებულ ინფორმაციას გაავრცელებენ.
აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს „მისმა ძალიან ახლობელმა პირმა გადასცა".
ამასთან, CNN-ი საკითხთან დაკავშირებულ ოთხი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთი პირი მართლაც დაკავებულია და მიმდინარეობს მისი დაკითხვა.
შეგახსენებთ, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი ოთხშაბათს, იუტას შტატის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ერთი გასროლით მოკლეს.