
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა დემოკრატიასთან და ევროპასთან კავშირში არ არის.
ამის შესახებ მან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საარჩევნო შტაბთან დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
"ყოველდღე იკრიბებიან, ერთმანეთს ხვდებიან, ესაუბრებიან და აგინებენ. ალბათ ხვალაც შეიკრიბებიან. მინდა, ყველა იქ მდგომს, გინდ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანს ვუსურვო, რომ რეალობას შეხედონ. შეიძლება ვიღაცას სხვა მოსწონდეს, სხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, მაგრამ მივიდეთ, ერთმანეთს ცხვირ-პირი დავალეწოთ, ვაგინოთ და ბანერები დავუხიოთ, საარჩევნო კამპანიაში ხელი შევუშალოთ, ეს დემოკრატიასთან და ევროპასთან კავშირში საერთოდ არ არის. ეს არის სიბნელე“, - განაცხადა კახა კალაძემ.