რეზონანსი
13.09.2025

მმართველი გუნდი ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, ოპოზიციური აქტივისტების წახალისებაში ადანაშაულებს. დეპუტატების განცხადებით, დიპლომატის ქმედებები რადიკალური მოძრაობების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ჰერჩინსკი გურიაში ვიზიტისას ოპოზიციის აქტივისტებს შეხვდა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის გახსნას დაესწრო. შეხვედრის ფოტოები სოციალურ ქსელში გააზიარა "სოლიდარობის ფონდ პიელ საქართველოს" წევრმა, ანანო ცინცაბაძემ, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ღონისძიებებში და წარსულში თანამშრომლობდა "ღია საზოგადოების ფონდთან". აღნიშნული ფონდი პოლონეთის სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და 2019 წელს ვარშავაში შეიქმნა.

მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ ცინცაბაძის სიძულვილის ენით სავსე პოსტები ნათელი მაგალითია იმ რადიკალური დღის წესრიგის, რომელსაც, მათი თქმით, ევროპელი დიპლომატი ხელს უწყობს.

„ეს ადამიანი წამქეზებელია ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის ენის შემოტანის, შუღლის კამპანიების, როდესაც იმ ადამიანების გვერდით დგება, რომლებიც გამორჩეულები არიან ზიზღით, რომლებიც ადამიანების გარდაცვალების ფაქტსაც კი ქილიკით მოიხსენიებენ. მაგალითად, ქალბატონი ანანო დაკავშირებულია სოროსის ფონდთან, იმ ფონდთან, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-ში არეულობის მოწყობას ცდილობსო, - ამ ადამიანთან მიდის, ესაუბრება და თავისი კავშირით და მხარდაჭერით ახალისებს იმ ნეობოლშევიკურ მოძრაობას და იმ ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს, რომელსაც ვხედავთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×