რეზონანსი
13.09.2025

თბილისის მერი აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების ფაქტი ცუდია, თუმცა, კორუფციასთან ბრძოლა მმართველი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„კორუფციასთან ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებების გატარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ბურჭულაძის დაკავებას, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო არც ჩემთვის, არც ჩემი თანაგუნდელებისთვის. მძიმე ფაქტია, როდესაც შენს თანაგუნდელს აკავებენ მაშინ, როდესაც ქვეყანას დანის პირზე სიარული მოუწია. თავად პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ყველაფერი გადადო და იცით, როგორ ებრძვის იმ ბოროტებას, რომელიც ებრძვის საქართველოს, ჩვენს სამშობლოს. ამ პირობებში და ვითარებაში, როდესაც მსგავსი ფაქტები ხდება, ძალიან ცუდია", - განაცხადა კახა კალაძემ.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×