
დამხობა, გადატრიალება, ვიღაცის დაწვა და ჩამოხრჩობა, ეს რა თქმა უნდა, კანონით ისჯება. თუ ვინმეს გონია, რომ ამ ტიპის ფაქტებს რეაგირება არ მოჰყვება, ძალიან ცდება, ძალიან ბევრ რამეზე გვაქვს ინფორმაცია, გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები, დაველოდოთ ყველაფერს, არცერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ბრალთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადება არაფერ შუაშია, რადგან ლევან ხაბეიშვილმა პოლიციელების დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ქრთამი შესთავაზა.
„ამ ტიპის განცხადება ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ბევრჯერ მოვისმინეთ, ცხადია ეს მიზანმიმართულად კეთდებოდა, რომ საზოგადოება მიეჩვიათ აღნიშნულ თემაზე საუბრით. დამხობა, გადატრიალება, ვიღაცის დაწვა და ჩამოხრჩობა, ეს რა თქმა უნდა, კანონით ისჯება. თუ ვინმეს გონია, რომ ამ ტიპის ფაქტებს რეაგირება არ მოჰყვება, ძალიან ცდება, ძალიან ბევრ რამეზე გვაქვს ინფორმაცია, გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები, დაველოდოთ ყველაფერს, არცერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე. ყველამ, ქვეყნის შიგნით არსებულმა აგენტებმა, ასევე ქვეყნის გარეთ [აგენტებმა], რომლებიც არ ისვენებენ და მუდმივი მცდელობა აქვთ, რომ საქართველოსა და ხალხის წინააღმდეგ გადადგან ნაბიჯები, რომ სახელმწიფოს გადატრიალება მოახდინონ, ხალხის დაპირისპირება და ა.შ. არავის არაფერი არ გამოუვა. ყველა ვისაც კონსტიტუციისა და კანონის წინააღმდეგ შეეცდება, რომ რაიმე უკანონობა ჩაიდინოს, ყველა დასჯილი იქნება და ამას რეაგირება მოჰყვება შესაბამისი უწყებების მხრიდან.
პოლიტიკური განცხადება არაფერ შუაშია. პირდაპირ ქრთამი შესთავაზა, რომელიც არის დასჯადი [ქმედება],როგორც ქრთამის მიმცემი - შემთავაზებელი, ისე ამღები. კანონი განსაზღვრავს ამას. მან მოწოდება გააკეთა და 200 000 ათასს სთავაზობდა პოლიციელებს თუ გუნდს, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენდნენ და კანონის წინააღმდეგ წავიდოდნენ. როდესაც, ლევან ხაბეიშვილი ინგა გრიგოლიასთან სტუმრად იყო [გადაცემაში] მან განაჩენი გამოუტანა - დაგიჭერენო. სისულელეებს ლაპარაკობდა და ინგა გრიგოლიაც კი მიხვდა და პირდაპირ უთხრა, რომ დანაშაულს სჩადიოდა",- განაცხადა კახა კალაძემ.