რეზონანსი
13.09.2025

პროკურატურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ პატიმრობის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ ზოდელავას მიმართ კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.

პროკურორი ხაბეიშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლებს უთითებდა და განმარტავდა, რომ მისი მხრიდან ახალი

დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობდა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლებით დღეს წარედგინა. ბრალდება წარედგინა პოლიტიკოს მურთაზ ზოდელავასაც. მას ბრალად გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×