რეზონანსი
14.09.2025

ეუთო-ოდირი „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილი შეკითხვის პასუხად თავს არიდებს საქართველოზე საუბარს, თუმცა, ადასტურებს, რომ არჩევნების შეფასების მისიებს გზავნის კენჭისყრის დღემდე ორი-სამი კვირით ადრე, მაშინ როდესაც საქართველოში ჩამოსვლაზე ერთი თვით ადრე უარი თქვეს.

„ქრონიკამ“ საერთაშორისო ორგანიზაციას ჰკითხა, როგორც ახერხებს დროის იგივე მონაკვეთში ჩასვლას ჩეხეთში, სადაც არჩევნები 3 ოქტომბერსაა ჩანიშნული. როგორც მოგვწერეს, „ოდირი“ იყენებს დაკვირვების განსხვავებულ ფორმატებს.

„ოდირი იყენებს დაკვირვების განსხვავებულ ფორმატებს, წინასაარჩევნო შეფასების მისიის მიერ გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით. ჩეხეთის შემთხვევაში საჭიროებების შეფასების მისიამ დაადგინა, რომ ჩეხეთის არჩევნებზე ეფექტიანი დაკვირვებისთვის საჭირო იყო არჩევნების შეფასების მისია და სწორედ ამ ფორმატში ვადგენთ სადამკვირვებლო მისიას. „ოდირის“ ყოვლისმომცველი, მიუკერძოებელი და სისტემატური მეთოდოლოგიის შესაბამისად, არჩევნების შეფასების მისიები იგზავნება არჩევნების დღემდე ორი-სამი კვირით ადრე“, - აღნიშნულია ორგანიზაციის პასუხში.

4 ოქტომბრის არჩევნებზე დასასწრებად, საქართველოს ხელისუფლებამ, ეუთო/ოდირს წერილი 6 სექტემბერს გაუგზავნა, ოფიციალურმა პრაღამ კი 2 სექტემბერს. 9 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ დროის სიმცირის გამო, ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა. აღსანიშნავია, ისიც, რომ 2007 წელს სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისია მოწვევიდან სწორედ 1 თვეში ჩამოვიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×