
ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი დარწმუნებულები არიან, რომ ნგრევა, რომელსაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხაბეიშვილებით და სხვა გვარებით გვთავაზობენ, არის გზა, რომელიც ქართულ ოჯახებს დაანგრევს, მომავალ თაობას, ჩვენს შვილებს შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ვოლსკიმ საპროტესტო აქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ აქ არის შეპყრობილი ხალხი, სექტანტები, „ოლეთა სექტა“, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც გარკვეული მცდარი, არარეალობაზე აგებული მოსაზრებები ჩამოუყალიბდა“.
„თუნდაც ის ფატი, რომ საგარეო კურსი შეცვლილია, ან არჩევნები გაყალბებულია - აბსოლუტურად უსაფუძვლოა და სპეკულაციას ყველა ხედავს. ქართული საზოგადოება მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს, რადგან შესაბამისი ინტელექტი გააჩნია. ეს ინტელექტი არ გააჩნიათ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდებს რევოლუციისკენ მოუწოდებს“, - განაცხადა ვოლსკი.
გარდა ამისა, ვოლსკიმ უპასუხა შეკითხვას, „როგორ შეაფასებდა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩისნკის გურიაში ოპოზიციის აქტივისტებთან შეხვედრას“.
ვოლსკის თქმით, "ჰერჩინსკის ევრობიუროკრატიისგან კონკრეტული დავალება აქვს, რომ როგორმე ხელი შეუწყოს ექსტრემისტული დაჯგუფებების აქტივობებს, რომ ის ცეცხლი არ ჩაქრეს, რომელიც სულ ახლახან დაინთო" რუსთაველზე.
„ამ ფაქტს ადასტურებს ის, რომ იგი ხვდება ადამიანებს, რომლებიც ამ ექსტრემისტულ საქმიანობაში პირდაპირ არიან ჩართულები. თუნდაც ფინანსური-პოლიტიკური მხარდაჭერა ავიღოთ იმ ჯგუფისადმი, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, როგორც გმირობას, ისე წარმოაჩენს. მინდა, გამოვრიცხო, რომ ევროკავშირის ქვეყნები იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ ჰერჩინსკი ჩავიდეს, შეხვდეს და ხელი ჩამოართვას ადამიანებს, რომლებიც არანაირად არ შეესაბამებიან არც რადიკალური და არც რაიმე სხვა სახის ოპოზიციის პრინციპებს, რასაც პოლიტიკა ჰქვია. პოლიტიკას მოწყვეტილ ადამიანებს ხვდება, რომელიც გამოირჩევიან დაუოკებელი სურვილით, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია განავითარონ. გულდასაწყვეტია, უკეთესობას და გაუმჯობესებას ელოდებით, ამისთვის ვმუშაობთ და მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ფაქტი, რომელიც ჰერჩინსკიმ თავისი მოქმედებით გვაჩვენა, მძიმეა, როგორც ჩვენთვის, ასევე ევროპის ავტორიტეტისთვის. უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს, მაგრამ ეს მოცემულობა, რაც ჰერჩინსკიმ საქართველოში შექმნა, არ შეესაბამება არცერთ სტანდარტს, რომელსაც ორმხრივი ურთიერთობები ჰქვია. ეს აბსოლუტურად მოწყვეტილია სამართალსაც, ლოგიკასაც და იმ პოლიტიკურ სტანდარტსაც, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.