რეზონანსი
14.09.2025

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, გასულ კვირას რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა იყო კრემლის მცდელობა, გამოეცადა ნატო-ს რეაქციები სრულმასშტაბიანი რეაგირების გამოწვევის გარეშე.

სიკორსკიმ დაადასტურა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შესული დრონები ასაფეთქებელი ნივთიერებებით არ იყო დატვირთული.

„საინტერესოა, რომ ისინი ყველა ცარიელი იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთმა ჩვენი გამოცდა ომის დაწყების გარეშე სცადა", - განუცხადა სიკორსკიმ კიევში Guardian-ს.

მან უარყო ვარაუდები, რომ პოლონეთის საჰაერო თავდაცვა შეჭრისთვის მოუმზადებელი იყო.

„დრონებმა სამიზნეებს ვერ მიაღწიეს და ობიექტებს მცირე ზიანი მიადგა, არავინ დაშავებულა. ეს რომ უკრაინაში მომხდარიყო, უკრაინის განმარტებით, ეს 100%-იან წარმატებად ჩაითვლებოდა", - განაცხადა სიკორსკიმ.

მისი მტკიცებით, პოლონეთის პასუხი გაცილებით უფრო მკაცრი იქნებოდა, თავდასხმის შედეგად რომ ვინმე დაღუპულიყო, ან დაშავებულიყო.

„პუტინის მსგავსი აგრესორისა და მატყუარას შემთხვევაში მხოლოდ ყველაზე მკაცრი საპასუხო ზეწოლა მუშაობს", - განაცხადა სიკორსკიმ.ა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×