
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია-საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჯუბა ლოლაძე, გლდანის რაიონის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალური სერვისების გამართვა, უბნების ინფრასტრუქტურული განვითარება და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა - ეს არის ის მთავარი გამოწვევები, რომლებიც გლდანის რაიონის მცხოვრებელთა წინაშე დგას.
„ბედნიერებაა, როცა ადამიანების თვალებში იმედს ხედავ. სწორედ იმედით სავსე თვალები მაძლევს ძალას, რომ ყოველი ახალი დღე თავდაუზოგავი შრომითა და მოტივაციით დავიწყო. მადლობა გლდანს ასეთი თბილი და ნაყოფიერი შეხვედრისთვის. ერთად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა კუპრაძემ.
