რეზონანსი
15.09.2025

შვედეთის მთავრობა კანონის უზენაესობაზე ლექციებს გვიკითხავს. ამასობაში, Die Welt-ის სტატიის თანახმად, კრიმინალური ქსელები შვედ ბავშვებს მკვლელებად იყენებენ, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, X-ზე.

მისი განცხადებით, ქვეყანა, რომელიც ოდესღაც წესრიგითა და უსაფრთხოებით იყო ცნობილი, ახლა იშლება.

„შვედეთის მთავრობა კანონის უზენაესობაზე ლექციებს გვიკითხავს. ამასობაში, Die Welt-ის სტატიის თანახმად, კრიმინალური ქსელები შვედ ბავშვებს მკვლელებად იყენებენ, რადგან იციან, რომ სისტემა მათ არ დასჯის. ქვეყანა, რომელიც ოდესღაც წესრიგითა და უსაფრთხოებით იყო ცნობილი, ახლა იშლება: მკვლელობისთვის 280-ზე მეტი არასრულწლოვანი გოგონა დააკავეს, ოჯახები კი შიშში ცხოვრობენ. ეს გულდასაწყვეტია. შვედი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“, - წერს ვიქტორ ორბანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×