რეზონანსი
15.09.2025

ბრიტანეთის 24%-იანი ლიდერი არ ეგუება პოლიციელებზე თავდასხმებს გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო საქართველოს 55%-ზე მეტი რეიტინგის მქონე მთავრობა უნდა შეეგუოს ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმას?!“  -  წერს  „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში. 

მისივე თქმით, ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ევროპელი ლიდერები 1 200 000 ადამიანის მიერ არჩეულ ქართულ ხელისუფლებას დემოკრატიას უწუნებენ და ქართველი სამართალდამცველების წინააღმდეგ აგორებულ „ბინძურ კამპანიას“ ახალისებენ.

„ბრიტანეთში "YouGov"-ის უახლესი გამოკითხვის მონაცემებით, პრემიერ  სტარმერის “favourability rate” არის 24% დადებითი, ხოლო 68% უარყოფითი.

ანუ -  ბრიტანეთის 24%-იანი ლიდერი არ ეგუება პოლიციელებზე თავდასხმებს გაერთიანებულ სამეფოში...

ხოლო - საქართველოს 55%-ზე მეტი რეიტინგის მქონე მთავრობა უნდა შეეგუოს ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმას?

პროცენტები იმის საილუსტრაციოდ დავწერე, რომ ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ევროპელი ლიდერები,  1 200 000 ადამიანის არჩეულ  ქართულ მთავრობას დემოკრატიას უწუნებენ  და ქართველი სამართალდამცველების წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას ახალისებენ.

ანუ, რაც არ მოსწონთ ევროპაში, საქართველოში ნებადართულია?!

თუმცა - მაკრონები, სტარმერები და მერცები, ისე არიან ევროპის ლეგიტიმური ლიდერები, როგორც  ურსულა ფონ დერ ლაიენია რუსეთის შემაკავებელი და ევროკავშირის ეკონომიკური კრიზისის მომგვარებელი.

"დიფ სთეითი რა არისო" - ბევრს გაინტერესებთ და სხვა კი არაფერია - ურეიტინგო, ლეგიტიმაციამორღვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომ კვლავ მმართველობით რგოლებში არიან?!“ - წერს ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×