
გიორგი გახარიას უშველებელი ქონება დაუფიქსირდა. ექსპერტები შეამოწმებენ და დარწმუნებული ვარ, იმ მოღალატეობრივი ნაბიჯების შემდეგ, ლოგიკურ დასკვნამდე მივალთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, პატარა ქვეყანა მოქცეულია ამდენ დაპირისპირებაში, პანდემია დაატყდა თავს, გახარია კი, მდიდრდება და პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული, რომელიც ქვეყანას დანგრევას და დესტაბილიზაციას უპირებს.
„მსოფლიო როდესაც პანდემიის გამო ჩაკეტილი იყო და ბევრ ქვეყანაში ეკონომიკა ინგრეოდა, მაშინ გახარია იმას აღწევდა, რომ სახლი ეყიდა პარიზში? ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ. იმ დოკუმენტებს ვერ გააყალბებ, რაც წარმოადგინეს. ბევრ რამეზე დაფიქრება გვმართებს, მაგრამ პატარა ქვეყანას მცირე რესურსებით, რომელსაც უწევს, გაუმკლავდეს ამდენ დაპირისპირებას, რასაკვირველია, ვერ მოვთხოვთ იმ სიხისტეს, რომელსაც, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია იჩენს. მას რესურსი აქვს. პატარა ქვეყანა მოქცეულია ამდენ დაპირისპირებაში, პანდემია დაატყდა თავს და გახარია მდიდრდება და პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული, რომელიც ქვეყანას დანგრევას და დესტაბილიზაციას უპირებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.