
მსოფლიოს ეკონომიკის მოდელის გადაწყობას თან ერთვის მიწოდების ჯაჭვების გადაწყობა - იქმნება ახალი მიწოდების ჯაჭვები და ამ ნაწილში შუა დერეფანი ახალი მიწოდების ჯაჭვის განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ყველა ტიპის გადაზიდვების ერთ სისტემაში ჰარმონიზაცია უნდა მოვახდინოთ.
„ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ შუა დერეფანი გავხადოთ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლოთ აეროპორტების, პორტების, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების ჰარმონიზაცია ერთ სისტემაში. ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნული სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზაცია. ამის ნათელი მაგალითია, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, რომელიც მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს გადაზიდვების ზრდას, ასევე აუცილებელია სარკინიგზო სისტემის მოდერნიზაცია, ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს.
ყოველივე ეს შექმნის ქვეყნისთვის კონკურენტულ უპირატესობას და ჩვენი დერეფანი გახდება უფრო მეტად მიმზიდველი. ეს არა მარტო ლოგისტიკა, ტრანსპორტის სექტორის მიმართულებით ზრდას გამოიწვევს, ასევე იქნება ზურგის ქალი ისეთი სექტორების განვითარებისთვის, როგორიცაა ტურიზმი, დეველოპმენტი, მშენებლობა. ეს სექტორები ჩვენი ეკონომიკის მესამედია და თუ ჩვენ შევძლებთ სწრაფი ზრდის უზრუნველყოფას ამ მიმართულებით კარგი ეკონომიკური ზრდა გვექნება შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში და აუცილებელია აღნიშნულზე მოვახდინოთ კაპიტალიზაცია” - აღნიშნა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.