რეზონანსი
15.09.2025

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - თბილისი გახდება კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა" და „გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ „ლელო-ძლიერი საქართველო" თბილისში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

საარჩევნო პროგრამა „ლელო-ძლიერი საქართველოსა" და პარტია „გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ და „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა წარადგინეს.

კოალიციის ლიდერებმა პრეზენტაციისას თბილისის განვითარების ცხრა მთავარი პრიორიტეტი დაასახელეს: „ახალი სარტყელი, ახალი შესაძლებლობა"; "თბილისი - მწვანე ქალაქი"; „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზება და განვითარება; უსაფრთხო სამშენებლო პოლიტიკა; თბილისი ავარიული სახლების გარეშე; მიუსაფარი ცხოველების პრობლემის სისტემური გადაწყვეტა; ჯანდაცვის განვითარება და უფასო მედიკამენტები; ახალი სოციალური პოლიტიკა; თბილისი - სუფთა ქალაქი.

თბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, პარტიის მიერ წარმოდგენილი პროგრამა რეალური და საჭიროებებზე მორგებულია და გამარჯვების შემთხვევაში თბილისი აუცილებლად გახდება კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი.

„თბილისი, როგორც კავკასიის მთავარი ქალაქი, დღეს სამწუხაროდ აღარ არსებობს. აღარ არსებობს იმ უპერსპექტივობის გამო, რაც ივანიშვილმა ჩვენს ქვეყანაში დაატრიალა. აღარ არსებობს ის იმედი, რომელიც თითქოს და დაგვაჯერა, რომ არაფერი არ გამოგივათ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თბილისი თქვენთან ერთად გახდება კავკასიის მთავარი ევროპული ქალაქი", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×