
როგორ უტოპიურ მდგომარეობაშიც არის დღეს ოპოზიცია მათი განცხადებებიდანაც ჩანს. „მშვიდობიანი დამხობა“ ეს ორი ტერმინი ერთობლიობაში არაფრის მომცემია. და არაფრის მომცემია ყველა ის ცრუ დაპირება, რასაც ისინი მოსახლეობას ჰპირდებიან, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ოპოზიციის დაანონსებულ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებაზე სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება.
„შინაარსისაგან დაცლილი და მხოლოდ დამხობის და გადატრიალების მცდელობებით ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოში, სადაც არის დემოკრატია, სადაც კანონის უზენაესობა არის, ვხედავთ, რომ მსგავსი ტიპის ნებისმიერი განაცხადი იქნება კანონის მაღალი სტანდარტით დაცული“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.