რეზონანსი
16.09.2025

ელენე ხოშტარიას ნიდერლანდების ელჩმა საკუთარ სახლში, არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. უცნობია, რას უკავშირდებოდა გუშინ დილით გამართული შეხვედრა.

შეხვედრას „დროას" წევრები ადასტურებენ და მათი ინფორმაციით, ხოშტარიას დაკავებამდე სწორედ ნიდერლანდების ელჩისგან მოდიოდნენ.

„შეხვედრა შედგა საელჩოში, რაც შეეხება შეხვედრის დეტალებს, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარს არ ვაპირებთ", - აცხადებს პარტია „დროას" წევრი, შუშანა მაცაბერიძე.

„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს გამოძიება მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავება. მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

წყარო: კურიერი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×