რეზონანსი
16.09.2025

ევროპის ცალკეული ელჩები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ჩართულნი არიან გააფთრებულ ბრძოლაში, ეს არც ერთ ნორმაში ჯდება, ზოგი ნაცექსტრემისტს ფარულად ხვდება, ზოგი რევანშისტების უტიფარი სპონსორია, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე წერს სოციალურ ქსელში და აქვეყნებს  პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროპის ცალკეული ქვეყნების დიპლომატთა შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

აბაშიძის თქმით,  „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ დასავლეთის დახმარების იმედი აქვს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყანაში არეულობას და სამოქალაქო დაპირისპირებას. 

„ევროპის ცალკეული ელჩები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ჩართულნი არიან გააფთრებულ ბრძოლაში, ეს არც ერთ ნორმაში ჯდება, ზოგი ნაცექსტრემისტს ფარულად ხვდება, ზოგი რევანშისტების უტიფარი სპონსორია. აღარ არის აქცენტი ვენის კონვენციაზე დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ, ეს გახლავთ გაშმაგებული ბრძოლა წესების გარეშე "ქართულ ოცნებასთან". 

ამ დასავლელი აქტორების იმედი აქვთ ნაცმარგინალ ძალებს, მაგრამ თავისუფალი და სუვერენული საქართველო არ დაუშვებს სამოქალაქო დაპირისპირებასა და ექსცესებს. ნეოკოლონიალისტების ბოროტი თოჯინები ვერასდროს მობრუნდებიან ხელისუფლებაში.

გააგრძელონ ნიდერლანდების, გერმანიის, ევროკავშირის თუ სხვა წარმომადგენლობების დიპლომატებმა შავბნელი გეგმების დასახვა ნაცრადიკალებთან, მაინც წყალში ჩაეყრებათ მორიგი ავაზაკობა“,- წერს გია აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×