რეზონანსი
16.09.2025

სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, ამ პრაქტიკას მიმართავენ ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმართა ბატონმა ბაჩიაშვილმა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხარო პრაქტიკაა, რომელიც გარდა იმისა, რომ ოპონენტების სახეს წარმოაჩენს, ასევე წარმოაჩენს იმ რთულ მდგომარეობას, მძიმე ვითარებას, რომელიც არის საერთაშორისო მედიაში შექმნილი.

„რეალურად, ნებისმიერი მედია პასუხს უნდა აგებდეს ობიექტურობაზე, თუმცა ამის მაგივრად ჩვენ ვხედავთ შეკვეთილ სტატიებს, რაც ქმნის სამწუხარო რეალობას საერთაშორისო მედიაში. ასეთი შეკვეთილი სტატიები ყოველთვის ეფუძნება ხოლმე ყალბ ინფორმაციას, ყალბ სინამდვილეს, რასაც რეალურ სინამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვს. სწორედ ამაშია სტატიის შეკვეთის არსი. შენ შეგიძლია, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელო, თუ ამისთვის გადაიხდი ფულს და თან მითუმეტეს, თუ შენი ინტერესები ემთხვევა „დიფ სთეითის“ ინტერესებს. ჩვენ ვიცით, რამდენად დიდია, „დიფ სთეითის“ გავლენა საერთაშორისო მედიაზე, მათ შორის ევროპულ და ამერიკულ მედიაზე, ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რეალურად ხდება ყალბი ინფორმაციის გასაღება რეალურ ინფორმაციად, სწორედ ასეთი შეკვეთილი სტატიების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×