რეზონანსი
16.09.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების დადება მოუწევს.

„მას მოუწევს მოქმედება და შეთანხმების დადება. ზელენსკის მოუწევს შეთანხმების დადება“, – განაცხადა ტრამპმა დიდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსეთისგან ნავთობის ყიდვა.

„ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსეთიდან ნავთობის ყიდვა. იცით, ისინი საუბრობენ, მაგრამ მათ უნდა შეწყვიტონ რუსეთიდან ნავთობის ყიდვა“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა. რომ ვლადიმერ პუტინთან, ალასკაში ჩატარებულმა სამიტმა შედეგი გამოიღო.

„ბევრი რამ მიღწეული იყო, მაგრამ ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო. როგორც ჩანს, მათთან ერთად ოთახში უნდა დავჯდე, რადგან ისინი ერთად ერთ ოთახში ვერ დასხდებიან. მათ იმდენად სძულთ ერთმანეთი, ამ ორს შორის ძალიან დიდი სიძულვილია“, – აღნიშნა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×