რეზონანსი
16.09.2025

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვის და გავრცელების, ასევე არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, ერთი პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას, რომელსაც მეუღლესთან განქორწინების შემდეგ 15 წლის შვილს, სოციალური ქსელის საშუალებით უგზავნიდა. ბრალდებული არასრულწლოვან შვილს ასევე სხვა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და დაზარალებულს სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა. 

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 141 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვის და გავრცელების, ასევე 16 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, ერთი პირი დააკავეს.

თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას, რომელსაც მეუღლესთან განქორწინების შემდეგ 15 წლის შვილს, სოციალური ქსელის საშუალებით უგზავნიდა. ბრალდებული არასრულწლოვან შვილს ასევე სხვა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და დაზარალებულს სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, მათ შორის მის მიერ გადაგზავნილ ფოტო მასალას იხილავდა.

პროკურატურამ გამოძიება დაზარალებულის მომართვისთანავე დაიწყო, მყისიერად ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოიკითხნენ დაზარალებულები, ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ჩატარდა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც დანაშაულში მამხილებელი ელექტრონული ინფორმაციის მოპოვება მოხდა, რის შემდეგაც ბრალდებული დაკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 11 პრიმა 141 მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ გარყვნილი ქმედება 16 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა, მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს," - წერია განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×