რეზონანსი
16.09.2025

რუ­სეთ­ში, ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რეთ­ში მდე­ბა­რე იალ­ბუ­ზის ფერ­დობ­ზე, სა­ბა­გი­რო გზის ბა­გი­რის გა­წყვე­ტას სამი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ცხრა კი და­შავ­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა 12 სექ­ტემ­ბერს, იმ დროს მოხ­და რო­დე­საც სა­ბა­გი­რო გზით 37 ტუ­რის­ტი სარ­გებ­ლობ­და და ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი სა­ვარ­ძლებ­თან ერ­თად კლდე­ებ­ზე და­ე­ნარ­ცხნენ. 25 ადა­მი­ა­ნი ზურგჩან­თე­ბი­სა და თბი­ლი ტან­საც­მლის გა­რე­შე მთა­ზე, თოვლში აღ­მოჩ­ნდა და ღა­მის გა­თე­ვა ყინ­ვა­ში, ცივ თავ­შე­საფ­რებ­ში მო­უ­წი­ათ.

სა­ბა­გი­რო, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია “MKD Elbrus“- ს ეკუთ­ვნის, საბ­ჭო­თა დრო­ინ­დე­ლი ხა­ზის ბოლო ეტა­პი იყო და ტუ­რის­ტე­ბი და მთამ­სვლე­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 3700 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე სა­ბა­ზო ბა­ნა­კის რა­ი­ონ­ში აჰ­ყავ­და.

რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებს იძი­ებს, უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა, და­კა­ვე­ბუ­ლია “MKD Elbrus“-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და მთა­ვა­რი ტექ­ნი­კო­სი.

გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, ხაზ­ზე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ტარ­დე­ბო­და და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი იყო.

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ავა­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბიც, სა­დაც ჩანს რო­გორ ვარ­დე­ბა ძირს სა­ვარ­ძლე­ბი და ის­მის ადა­მი­ა­ნე­ბის ყვი­რი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×