
არის საშუალება, რომ ყველამ მოისმინოს, წაიკითხოს, რა განცხადებებს აკეთებენ ევროპელი თუ ამერიკელი ლიდერები პოლიციელზე თავდასხმასთან დაკავშირებით, როგორი რეაგირება არის პოლიტიკაში ამა თუ იმ ტიპის ექსტრემიზმზე და ა.შ. ვხედავთ, რომ ევროპაში გარკვეული პოლიტიკური მოძრაობების ან მთლიანად იკრძალება, ან იზღუდება და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ".
მან აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ჩამოსული უცხოელი დიპლომატები მათთვის სასურველ შედეგს ვერ აღწევენ, რადგან ქართული საზოგადოება გაიზარდა.
„ჩამოდიან საგარეო საქმეთა მინისტრები, ელჩები, მაგრამ შედეგს ვერ აღწევენ. რატომ? იმიტომ რომ საზოგადოება გაიზარდა და კიდევ იმიტომ, რომ სახელმწიფო განვითარების სულ სხვა ეტაპზეა გადასული. რა ესაქმებათ? არაფერი ესაქმებათ. ეს არის შავი ლაქა იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ ცხოვრებაში, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ასეთი არადიპლომატიური, არადემოკრატიული, არაკეთილმოსურნე, არაკეთილმეგობრული ნაბიჯებით გამოირჩეოდნენ. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ რთული პერიოდი როგორც საქართველოს ჰქონდა, ასევე მათაც აქვთ. ეს არის ევროპის რთული პერიოდი. საბოლოოდ, თვითონ ევროპა, ანუ ხალხი აცნობიერებს ამას. მათი პოლიტიკური კლასის ნაწილი აცნობიერებს ამას. ამიტომ, ეს პროცესი იქაც მიმდინარეობს. საქართველოს პოლიტიკა არასოდეს არის იზოლირებული მსოფლიო პოლიტიკისგან. ასე იყო დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდში, ასეა ახლა - საქართველოში სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განმტკიცების პერიოდში", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.