რეზონანსი
17.09.2025

რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება, უცხოეთიდან დაფინანსებულ რამდენიმე „ენჯეოსთან“ ერთად დემოკრატიული ჩარჩოებიდან გავიდა. მათ პირდაპირ აქვთ გაცხადებული, რომ უარს ამბობდნენ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და დადგნენ ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების გზაზე, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„ყველას შევახსენებ, რომ ერთადერთი გზა, სახელისუფლებო მანდატის მოპოვებისა, ეს არის არჩევნები და ამ ჯგუფებმა [პარტიები და უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“] განაცხადეს, რომ ისინი გადიან დემოკრატიული ჩარჩოებიდან და ძალადობრივი გზით სახელისუფლებო ბერკეტების მოპოვებას ცდილობენ. ზუსტად ეს არის გაცხადება დამხობასთან დაკავშირებით. ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს, ყველა, ვინც ე.წ. დამხობის ტერმინს აკნინებს ან მხარს უჭერს ან სალონურად ხდის იმით, რომ ხვდება მათ და დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ შეხვედრებს აორგანიზებს, ყველა ახალისებს ძალადობრივ პროცესებს. ამიტომ ფაქტია, რომ მათ არანაირი სახალხო მხარდაჭერა არ აქვთ.

ეს არის ის საშიში გზა, რომელსაც დღეს ადგას უცხოეთიდან კარნახით რამდენიმე პარტია და „ენჯეო“, ეს არის ის გზა, რომელიც პირდაპირ მიდის მაიდნისკენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×