რეზონანსი
17.09.2025

დააკვირდით, რა ნიშანდობლივი ტენდენცია და დამოკიდებულება ყალიბდება ჩვენი ქვეყნის და მისი ხელისუფლების მიმართ ევროპაში, რომლის საუკეთესო ოცეულში შევდივართ მთავრობის ეფექტიანობით და კიდევ არაერთი სხვა პარამეტრით. ამას აჩვენებენ ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ მაჩვენებლების მიუხედავად, ევროკავშირი საქართველოს ეჩხუბება, აფინანსებს და ახალისებს ხელისუფლების დამხობის მსურველ რადიკალურ ჯგუფებს, ვინაიდან, სურთ, რომ ქვეყანაში სრულად მარიონეტული, მორჩილი ხელისუფლება იყოს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებზე წინ, გარე დამკვეთების ინტერესებსა და სურვილებს დააყენებს.

"დააკვირდით, რა ნიშანდობლივი ტენდენცია და დამოკიდებულება ყალიბდება ჩვენი ქვეყნის და მისი ხელისუფლების მიმართ ევროპაში, რომლის საუკეთესო ოცეულში შევდივართ მთავრობის ეფექტიანობით და კიდევ არაერთი სხვა პარამეტრით. ამას აჩვენებენ ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები.

და მიუხედავად ამისა, ევროკავშირი გვეჩხუბება, გვირტყამს, როგორც შეუძლია, ჩვენს ქვეყანაში აფინანსებს და ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს ხელისუფლების დამხობაზე რომ არიან ორიენტირებული.

პასუხი კითხვაზე: "რატომ?" ჩემი აზრით არის ერთი - სურთ საქართველოში ჰყავდეთ სრულად მარიონეტული, მორჩილი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე მაღლა გარე დამკვეთების ინტერესებს და სურვილებს დააყენებს. ამიტომაც არის, რომ მაგალითად ევროკომისიის პრესსპიკერი ღიად უჭერს მხარს უკვე კვაზი-ტერორისტად გადაქცეულ ელენე ხოშტარიას და სხვა რადიკალებს", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×