რეზონანსი
17.09.2025

ეუთო/ოდირი-სგან არ გვიკვირს საქართველოში არჩამოსვლა იმ ე.წ. ბულინგის ფონზე, რაც მათ გამოიარეს რადიკალური ოპოზიციის და მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მაგალითი 2008 წლიდან მიუთითებს იმაზე, რომ მიღებული პრაქტიკაა დაახლოებით ერთი თვით ადრე ეუთო/ოდირ-ის მოწვევა და შემდეგ მათი მხრიდან არჩევნების დაკვირვება.

„აქაც საკმარისი დრო იყო, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეუთო/ოდირი-სგან არ გვიკვირს საქართველოში არჩამოსვლა იმ ე.წ. ბულინგის ფონზე, რაც მათ გამოიარეს რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან. ასეთ ფონზე არავის უკვირს, რომ ეუთო/ოდირ-მა თავი შეიკავა საქართველოში ჩამოსვლისგან, თუმცა ჩვენ ველოდებით მათ 2028 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×