რეზონანსი
17.09.2025

ყველა მიზანში ვართ ამოღებული და ლევან ხაბეიშვილი ამ შემთხვევაში ყელში გაეჩხირათ იმიტომ, რომ შიგნიდან გამოჰქონდა ინფორმაციები, რაც შემდეგ დასტურდებოდა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი ბარამიძის თქმით, ხელისუფლებას არ აწყობდა 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის ერთ-ერთი ლიდერი“ თავისუფალი ყოფილიყო.

„ლევან ხაბეიშვილი აქტიურად, წინმსწრებად ამხელდა რეჟიმს. ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია, ვის დაიჭერენ, ვის მიადგებიან და ა.შ. აქედან გამომდინარე, მათ, ამ შიდა კლანურ ამბავში, არ აწყობდათ ასეთი ადამიანი გარეთ, ისევე, როგორც არ აწყობდათ 4 ოქტომბრის მოძრაობის, ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობის ერთ-ერთი ლიდერი.

ყველა მიზანში ვართ ამოღებული და ლევან ხაბეიშვილი ამ შემთხვევაში ყელში გაეჩხირათ სწორედ იმიტომ, რომ შიგნიდან გამოჰქონდა ინფორმაციები, რაც შემდეგ დასტურდებოდა. მეორე მხრივ, 4 ოქტომბერი აქვთ გამოჩხერილი კისერში, ეშინიათ. იციან, რომ ქართველმა ხალხმა ისინი გაშიფრა“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძის განცხადებით, რეალური ბრძოლა 4 ოქტომბერს ქუჩში იქნება და არა საარჩევნო პუნტებზე.

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ ნიღაბი ჩამოიხსნა და მისი არჩევნებში მონაწილეობა სამარცხვინოა და „ქართული ოცნებისთვის“ სამსახურის გაწევაა.

„რეალური ბრძოლა მიდის ქუჩაში და არა იქ, სადაც რუსული სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ე.წ. არჩევნებში, სადაც მონაწილეობა სამარცხვინოა და იმედია არცერთი ნორმალური ქართველი ამ სპეცოპერაციის პუნქტებზე არ მივა და ამით გარკვეულ ლეგიტიმაციას არ მისცემს ამ რეჟიმს. [პარტიები, რომლებიც მონაწილეობენ] ღალატობენ საქართველოს ინტერესებს. გახარია ჩვეულებრივი ქოცია, თვითონაც ჩამოიხსნა ნიღაბი და თქვა, პარლამენტშიც შევალო. მისი პარტიის წევრები შევიდნენ, დარეგისტრირდნენ და არიან. მათ უარი არ თქვეს პარლამენტის მანდატებზე. გაუჭირდათ ქოცებს, ბიძინა ივანიშვილს სჭირდება გარკვეული ლეგიტიმაცია და სწორედ ამას ემსახურება გახარიას ნიღბის ჩამოხსნა, თუმცა ისედაც ვიცოდით, რომ „ქოცი“ იყო“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×