რეზონანსი
17.09.2025

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ზაფხულის შეტევითი კამპანიის დროს უზარმაზარი დანაკარგები განიცადა და ახალი მასშტაბური შეტევების განხორციელების ძალა აღარ აქვს.

„ყველა დოკუმენტის, ყველა სადაზვერვო მონაცემის მიხედვით, რუსეთმა ოთხი ძირითადი მიმართულება შეარჩია. ჩვენ მხოლოდ თანმიმდევრობა არ ვიცოდით. ეს იყო შეტევა სუმის მიმართულებაზე, ნოვოპავლოვსკის ოპერაცია, პოკროვსკის ოპერაცია, როგორც ერთ-ერთი მთავარი და ზაპოროჟიეს მიმართულება. ეს ის ოთხი მიმართულებაა, რომელთა შესახებაც შესაბამისი მონაცემები გვქონდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

„მათ დიდი დანაკარგები განიცადეს, უპირველეს ყოვლისა, პირადი შემადგენლობის მხრივ. დღეისთვის, არ ვიცი, რა იქნება ხვალ (პირობითი „ხვალ“), მაგრამ დღეისთვის მათ უარი თქვეს ამ მიმართულებაზე [სუმის ოლქი] და საკუთარი ძალები და პირადი შემადგენლობა სხვა მიმართულებაზე გადაისროლეს. ვფიქრობ, იქ კიდევ უფრო დიდი დანაკარგები განიცადეს“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×