რეზონანსი
18.09.2025

არჩევნებამდე დარჩენილია ორი კვირა, ამ დროს ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლების საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ისინი უცხოურ ინტერესებს ატარებენ.

„მერე რომ ვამბობთ, ისინი უცხოურ ინტერესებს ატარებენ, უკვირთ. არჩევნებამდე დარჩენილია ორი კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია. თავადაც შეგიძლიათ, იმსჯელოთ, ვის ინტერესებს ატარებენ და ვის მხარდაჭერას ეყრდნობიან ეს ადამიანები. ეს არ არის ქართველი ხალხი, ესენი არიან ბიუროკრატები სხვადასხვა დედაქალაქში და ამიტომ აგებენ. როდესაც შენ ორიენტირებული ხარ არა საკუთარ მოსახლეობაზე, საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე ამა თუ იმ კაბინეტში, ამა თუ იმ დედაქალაქში, რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებს და ყველანაირ ქუჩას წააგებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×