რეზონანსი
20.09.2025

ძლიერი ქარის გამო დედაქალაქში პრობლემები შეიქმნა, დაფიქსირდა ხის წაქცევის რამდენიმე ფაქტი.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შემთხვევის ადგილებზე შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.

„თბილისში, რამდენიმე რაიონში, განსაკუთრებით ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანისა და სამგორის რაიონებში დაფიქსირდა ხის წაქცევის, ასევე ხის ტოტების მტვრევის ფაქტები.

თბილისის რაიონების გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის" წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.

უამინდობის გამო შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22",- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×