რეზონანსი
20.09.2025

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის და ბიზნესმენ ლევან ვასაძისთვის დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა. 

ხუნდაძე დიდი ბრიტანეთის მიერ განხორციელებულ ქმედებას „საქართველოს ხელისუფლების გაშავების მცდელობას“ უწოდებს. 

„საქართველოს ხელისუფლების გაშავების მცდელობაა, როდესაც ასანქცირებენ პიროვნებას, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ასაღებენ ისე თითქოს ეს არის საქართველოს შავი ლაქა“,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×