რეზონანსი
20.09.2025

„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3%-ით ანუ 207.1 ლარით გაიზარდა და 2 212 ლარი შეადგინა.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 1 769.5 ლარი, ხოლო კაცების - 2 655.8 ლარი იყო.

„საქსტატის" ცნობით, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 179.3 ლარი (11.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 242.3 ლარი (10%). ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

„საქსტატის" ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 176.5 ლარი;

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 3 732.2 ლარი;

მშენებლობა - 3 467.7 ლარი;

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 995.3 ლარი.

რაც შეეხება ყველაზე დაბალ საშუალო ხელფასებს, საქმიანობის 4 დარგი, სადაც საანგარიშო პერიოდში ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასები იყო, ასეთია:

განათლება - 1 367 ლარი;

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1428 ლარი;

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1506 ლარი;

განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 1705 ლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×