
ოფიციალური უცხოელი ვიზიტორის მიღება გადაიქცა სამარცხვინო პაროდიად - ფულზე გაყიდულნი, ღირსება გაყიდულნი,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე” წერს, რითაც ბიძინა ივანიშვილის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას ეხმაურება.
მისი თქმით, სახელმწიფო რომ გაუქმდა თვალსაჩინოდ გამოჩნდა.
„სახელმწიფო რომ გაუქმდა თვალსაჩინოდ გამოჩნდა. ოფიციალური უცხოელი ვიზიტორის მიღება გადაიქცა სამარცხვინო პაროდიად!
მთავრობა, პარლამენტი, ყველა გაჰქრა, ბიძინას მონებად წარდგნენ ყველას დასანახავად!
ფულზე გაყიდულნი, ღირსება გაყიდულნი”,- წერს ზურაბიშვილი.