
ვენესუელამ დაუყონებლივ უნდა მიიღოს ყველა პატიმარი, რომელიც მათმა “ლიდერებმა” ძალით შემოიყვანეს აშშ-ში, ანდა ფასი, რომელსაც გადაიხდიან, უთვალავი იქნება,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
“გვინდა, რომ ვენესუელამ დაუყონებლივ მიიღოს ყველა პატიმარი და ხალხი ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, რაც ყველაზე ცუდ ფსიქიატრიულ დაწესებულებებს მოიცავს, რომლებიც ვენესუელის “ლიდერებმა” ძალით შემოიყვანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ათასობით ადამიანი მძიმედ დაშავდა, და მოკლულიც იქნა, ამ “მონსტრების” მიერ. მოაშორეთ ისინი ჩვენი ქვეყნიდან, ახლავე, ანდა ფასი, რომელსაც გადაიხდით, უთვალავი იქნება!” - წერს ტრამპი.