რეზონანსი
21.09.2025

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსახლეობას აფრთხილებს:

„ბოლო შეფასებით, ღამისა და დილის საათებში დასავლეთ საქართველოში კვლავ არის მოსალოდნელი ძლიერი წვიმა, ელჭექით.

უსაფრთხოების ზომები უნდა იქნეს მიღებული ძლიერი ნალექის შედეგად გამოწვეული პოტენციური უარყოფითი ეფექტების მიმართ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზღვა ისევ შტორმულია, მდინარეები კი საშიშ ნიშნულამდე ადიდებული და ზოგან კალაპოტიდან გადმოსული.

საშიში მეტეოროლოგიური პირობების განვითარების მაღალი დონე ხვალ 21 სექტემბრის საღამოს მოიხსნება“, - წერს კობა ფარტენაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×