რეზონანსი
21.09.2025

მოლდოვას პრემიერ-მინისტრის, დორინ რეცეანის განცხადებით, რუსეთი მხარს უჭერს მოლდოვაში დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, რათა ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და სახელმწიფოს სათავეში ეს დამნაშავეები დასვან.

რეცეანმა აღნიშნა, რომ პრორუსული ძალები ღიად აცხადებენ, რომ თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, დამნაშავეებს გაათავისუფლებენ.

„ისინი, ვინც წლების განმავლობაში ძარცვავდნენ მოლდოვას, დაუბრუნდებიან თავიანთ თანამდებობებს, როგორც მინისტრები და პარლამენტის წევრები“, - აღნიშნა მოლდოვას პრემიერმა.

რეცეანის თქმით, „ამ ბანდიტებს“ მოქალაქეები კი არ აირჩევიან, არამედ კრემლი დანიშნავს.

„ვის შეუძლია დღეს გარანტიის მოცემა, რომ პრორუსული უმრავლესობა არ დანიშნავს შორს პრემიერ-მინისტრად, პლატონს - ფინანსთა მინისტრად, ტკაციუკს - განათლების მინისტრად და ვლაჰს - საგარეო საქმეთა მინისტრად? ეს ცუდი ხუმრობა იქნებოდა, ასეთი სერიოზული რისკი რომ არ არსებობდეს“, - დასძინა მოლდოვას პრემიერმა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, 28 სექტემბერს არჩევნებზე მისვლისას საკუთარ თავს ჰკითხონ, რა სურთ სინამდვილეში მოლდოვასთვის.

„ჩვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს: ან პრორუსულ უმრავლესობას პარლამენტში შესვლის უფლება მივცეთ, რაც ყველა დამნაშავეს ხელისუფლებაში დააბრუნებს, ან გავაგრძელოთ სასამართლო სისტემის გაწმენდა ისე, რომ დამნაშავეები იქ აღმოჩნდნენ, სადაც მათი ადგილია - ციხეში და მოპარული ფულის ხალხს დაუბრუნდეს“, - აღნიშნა მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×