რეზონანსი
21.09.2025

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში ეხმაურება გადაცემა „შაბათის ფორმულას“ სიუჟეტს, სადაც აცხადებენ, რომ სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის სახლში პროპაგანდის ბუნაგს მიაგნეს.

ბაჩო ოდიშარია „შაბათის ფორმულას“ აღნიშნულ სიუჟეტს ბოდვას უწოდებს და აცხადებს, რომ, როდესაც არ არსებობს არანაირი ჩირქის მოსაცხები ფაქტი მამუკა მდინარაძის მსგავსი პროფესიონალი ადამიანის წინააღმდეგ, ამიტომ „უნდა მოიგონო ფანტასმაგორიული ისტორია ათასჯერ გადაღეჭილი უნიჭო სცენარით“.

,,როგორ (ვერ) მუშაობს ნაცპროპაგანდა მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი გახდა და დროის ამ მცირე მონაკვეთში, ძალიან ეფექტური და შედეგიანი სამუშაოები გასწია, ინსტიტუციის მეტად გაძლიერება და განვითარება დაიწყო, გადაწყვიტეს, მისი “გაშავება” ყველა შესაძლო მეთოდით სცადონ. მიზეზი მარტივია - ადამიანმა დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამას აკეთებს მაღალი შედეგიანობით. რა უნდა ქნა, როდესაც არანაირი ჩირქის მოსაცხები ფაქტი, ასეთი ადამიანის წინააღმდეგ არ არსებობს? უნდა მოიგონო ფანტასმაგორიული ისტორია ათასჯერ გადაღეჭილი უნიჭო სცენარით. ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ქურდის, კეზერაშვილის (მისტერ ოფშორი), კანტორა მოგვადგა ინტერნეტ ტელევიზია “ედ ჰოკის” ოფისში და გვიმტკიცებდა, მამუკა მდინარაძის “ტროლების ქარხანააო”, იმ ოფისზე, რომლის მფლობელსაც თავადვე ესაუბრნენ და სინქრონიც ჩასვეს, მაგრამ, მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, გინდა თუ არა მდინარაძის სახლია, მერე რა რომ რეესტრში სხვა მფლობელი ყავსო (სხვათაშორის გული დამწყვიტეს ჩემი კომენტარები, რომ ჯარის და პენსიონერების დამყაჩაღებლის ტელევიზია სხვაგან როგორ ეძებს “პროპაგანდის” ბუდეს და სხვა პასაჟები ამომიჭრეს). ეს ბოდვა გუშინ ეთერში გაუშვეს, მისტიკური მუსიკით და მოყანყალე კადრებით, შემდეგ თავის ყველაფერზე ხელისმომწერი „ექსპერტები” აამუშავეს, დააქცია ქვეყანა მდინარაძემ, მის ყოფილ სახლში ინტერნეტ ტელევიზია მუშაობსო სხვათაშორის, მაგ ოფისში მეორე წელია რაც ვართ, ეგეც მოიტყუეს, 2021 წლიდანო, 2021 წლიდან 2024 წლამდე ჩვენი ოფისი იმ მისამართზე იყო, სადაც ახლა “ცეხი” ფუნქციონირებს გიგი უგულავას დაფინანსებით.

ჰოდა, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, როგორც ჩანს კეზერამ ნაძარცვ მაყუთს მოუჭირა და მისი გოშია “ჟურნალისტები” და დაქირავებული ტიტუშკა/ექსპერტებიც საერთოდ ვეღარ უდებენ გულს ცოტათი უკეთესი ფეიკების დამზადებას და ასეთ მდარე პროდუქტს ქმნიან - ნოდარა მელაძეც რომ დაიწუნებდა, ფუ ეს რა გოიმობააო“, - წერს ბაჩო ოდიშარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×